LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერის „სიგიჟე“ გრძელდება – რეპერმა წელს რიგით მეექვსე კლიპი გამოუშვა

168

რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, ანუ მასტერმა და სოფო ხალვაშმა დუეტი ჩაწერეს. სიმღერა ბათუმზეა. კლიპის ინტერნეტპრემიერა დღეს საღამოს იგეგმება, რეპერის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე. მანამდე გიორგის ვესაუბრეთ.

მასტერი:

სიმღერა, რომელიც სოფო ხალვაშთან ერთად ბათუმის მერიის პროექტის ფარგლებში ჩავწერე, ამ ქალაქზეა და ჰქვია „ქალაქი დრაივი“. კომპოზიტორი გახლავთ ნანა მესხი, ტექსტის ავტორი, ვახტანგ ღლონტი. კლიპიც გადავიღეთ, საკმაოდ სწრაფ ტემპებში და რეჟისორი მე გახლავართ. გადაღებები ბათუმში მიმდინარეობდა, მთელი აპარატურა იქ წავიღე და ძალიან მალე, იქვე დავამონტაჟეთ.

სოფო ხალვაშთან შენი პირველი თანამშრომლობაა?

სოფოსთან პირველად ვიმუშავე. ძალიან მაგარი, უშუალო გოგოა. ძალიან გამიმარტივდა მასთან მუშაობა. რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალია.

კლიპისთვის გოგონა როგორ შეარჩიეთ?

სხვათა შორის, კლიპისთვისაც მალე შევარჩიეთ გოგონა. ჩემს ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე დავპოსტე იმის შესახებ, რომ კლიპისთვის მჭირდებოდა გოგონა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. ბევრმა გოგონამ მომწერა და ამოვირჩიე მარიან ნაცარაშვილი, რომელიც 15 წლისაა. მას განსხვავებული, დამახასიათებელი სილამაზე აქვს. ჩემს „ფეისბუქ“-გვერდს 118 000 გამომწერი ჰყავს და არ გამიჭირდა ინფორმაციის დროულად გავრცელება.

ბათუმის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

ბათუმელი არ ვარ, მაგრამ იქ სახლი მაქვს, ბებია ცხოვრობს. მხოლოდ სეზონზე ჩავდიოდი ხოლმე, ბოლო დროს კი ძალიან ძვირფასი მეგობარი შევიძინე, მამა ანდრია. ჩვენი გაცნობის დღიდან არ არსებობს, რომ მის გამო ბათუმს არ ვეწვიო ხოლმე. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზეზით უკვე ძალიან ხშირად ვსტუმრობ ბათუმს. ბოლო პერიოდში იქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემთვის ეს ქალაქი სიმშვიდესთან ასოცირდება. შესაძლოა, ზაფხულში სულაც არაა სიმშვიდე, მაგრამ ჩემთვის ასეთ ასოციაციას იწვევს (იღიმის).

მასტერ, წელს განსაკუთრებით აქტიური ხარ.

ნამდვილად, წელს ეს ჩემთვის მეექვსე კლიპია. ასევე გამოვა ვიდეორგოლები ივლისშიც და აგვისტოშიც. უკლებლივ ყველას დიდი გამოხმაურება აქვს, რაც ძალიან მახარებს. შეიძლება ითქვას, რომ „სიგიჟეს“ ვაგრძელებ (იღიმის).

ნინო მურღულია

 

https://www.youtube.com/watch?v=J7PPoZ2BrsA

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები