LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათამაშე, თორემ დაგბრიდავ… მწვრთნელს იარაღი დაადეს

108

არგენტინელი ფეხბურთელი მწვრთნელს იარაღით ემუქრებოდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილს მოითხოვდა.

”ესკუელე პრეზიდენტე როკას” მწვრთნელმა კრისტინ ნეირამ კლუბი მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდის ფეხბურთელმა სეზარ პაგანიმ იარაღი მიადო და მოსთხოვა, ძირითად შემადგენლობაში დაეყენებინა.

”კლუბში უკვე 45 წელია ვმუშაობ, მაგრამ მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა”, – განუცხადა მწვრთნელმა გამოცემა AS-ს.

როგორც ცნობილი გახდა, პაგანი ადრეც შემჩნეული იყო თანაგუნდელების მიმართ განხორციელებულ მუქარაში. ინცინდენტს პოლიცია იძიებს.

”ესკუელა პრეზიდენტე როკა” ბუენოს-აირესული კლუბია, რომელიც არგენტინის ქვედა საფეხბურთო დივიზიონებში ასპარეზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები