LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებელს, სადაც სააკაშვილი იმყოფება, უკრაინისკენ გამგზავრების უფლებას არ აძლევენ

95

მატარებელი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, მის მხარდამჭერებთან, ოჯახის წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, ზის,  პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება, ვიდრე პირადად მიხეილ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებს.

ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატრივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, განაცხადა.

მისი თქმით, შეტყობინება პოლონეთში უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მივიდა.

სააკაშვილი და მისი მომხრეები მატარებელში რჩებიან და უკრაინის პრეზიდენტს უკანონო  გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ.

პოპულალურები