LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებლების მწარმოებელი Stadler-ი საქართველოში ქარხანას ააშენებს

101

სარკინიგზო შემადგენლობების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Stadler-ი საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას.

„მინდა ვისაუბრო Stadler Rail AG-ის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით. დღეს კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას. კომპანიას გააჩნია განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი ისეთი მაღალი პროფილის და რეპუტაციის კომპანიებისთვის როგორიც არის „შტადლერი“. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის მემორანდუმის გაფორმებას აანონსებს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურიაც. მისი თქმით, Stadler-ი დაინტერესებულია საქართველოში შემოსვლით, რადგანაც მოსწონს ბიზნეს გარემო.

“დაწყებულია ინტენსიური სამუშაოები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა”, – ამბობს ცაგურია. 

შეგახსენებთ, “საქართველოს რკინიგზამ”  Stadler-თან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო და  კომპანიისგან ევროპული სტანდარტის,  4 ორსართულიანი მატარებელი შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები