LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატჩის დღე – დღეს საქართველო საბერძნეთს შეხვდება

49

დღეს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში საბერძნეთს უმასპინძლებს. შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება,მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ამ დროისათვის საბერძნეთის ნაკრები 14 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველოს ნაკრები 10 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. მატჩამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა,რომლის თქმითაც დღეს საბერძნეთთან მოგება ძალიან რთული იქნება, რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია,რომელმაც შესარჩევ ეტაპზე 7-დან 7 მატჩი მოიგო.მიუხედავად ამისა,საქართველოს ნაკრები დღეს მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს როგორც სპორტის სასახლის სალაროებში,ასევე ვებ-გვერდზე tkt.ge საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივარს სპორტის სასახლეში მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მისვლას სთხოვს. მატჩის დღეს სპორტის სასახლეში გულშემატკივარს შესვლა 17:30 საათიდან შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები