LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათემატიკოსებმა დაითვალეს: ჩემპიონი ესპანეთი გახდება

26

მათემატიკოსებმა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გამოავლინეს. კვლევა გერმანიისა და ბელგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული გუნდის შანსი გამოიკვლიეს.

32 გუნდიდან თითოეულის შანსის გამოსათვლელად, მათემატიკოსებმა 100 000 სხვადასხვა შესაძლო სცენარი გააანალიზეს.

მათ მხედველობაში მიიღეს მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი, მოსახლეობა, ადგილი ფიფას რეიტინგში, ფეხბურთელების ასაკი და ჩემპიონთა ლიგაში მათი წარმომადგენლების რაოდენობა.

მათი პროგნოზით, მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ესპანეთია – მისი ჩემპიონობის ალბათობა 17.8 პროცენტია. შემდეგ მოდიან გერმანია – 17.1% და ბრაზილია – 12.3%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები