LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათთვის, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა, ღია კარის დღე იმართება

56

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აწყობს.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, მათ, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან“ ერთად, 10 თებერვალს, პარასკევს, 18 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის კოორდინატორები გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. ასევე, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სტარტაპერებისგან, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს “სტარტაპ საქართველოს” კონკურსში.

როგორც ფონდში განმარტავენ, თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში. ავტობუსი თბილისიდან გავა 17 საათზე. „სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15

შეგახსენებთ, ინოვაციური კომპონენტის 9 გამარჯვებული საპარტნიორო ფონდმა დეკემბრის ბოლოს გამოავლინა, პირველ ტურში კი 36-მა აპლიკანტმა გაიმარჯვა. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“ 65 გამარჯვებული ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები