LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათთვის, ვისაც სცივა” – გორში ხეებს ქურთუკები ჩააცვეს

206

გორის ცენტრში, ერისთავის თეატრის წინ, ხეები თბილი ტანსაცმლით შემოსეს.

ქურთუკები იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სცივათ. ტანსაცმელი სპეციალურად გაბმულ თოკზეც კიდია წარწერით – ,,ადამიანებს რომლებსაც სცივათ”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სოც. ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ასეთი აქცია თბილისში მიმდინარეობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სურათები თურქეთში იყო გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები