LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათთვის ვისთვის ილიკოს ცეკვა ქართული არაა” – “ავანგარდის გაგება მარტივი არ არის, მაგრამ მისი შექმნა გაცილებით უფრო რთულია”

185

13 იანვარს, სუხიშვილებმა  განსხვავებულ სივრცეში, ახალი პროექტი – თანამედროვე ელემენტებით გამდიდრებული “ცეკვა ქართული”  წარმოადგინეს, რომელმაც სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ინტერნეტსივრცეში იმ ადამიანების შეფასებებს გამოეხმაურა, ვისაც ილიკოს ცეკვა ქართულად არ მიაჩნია.

 

“ხელოვანიც საქართველოს ისტორიას წერს. ილიკო ცეკვით, ნიკა გაორკესტრებით, ნინო სიმღერით. და ვაცადოთ. თუ ახალი არაფერი დაიდგა, გამოდის ჩვენი ქვეყნის კულტური ისტორია შეწყდება იქ, სადაც კლასიკური ქართული ცეკვა დაიდგა. არადა ვაგრძელებთ არსებობას. წინსვლა მხოლოდ განახლებაშია მეგობრებო. და ბედნიერები ვართ, რომ გყავს ხალხი, რომელსაც ეს შეუძლიათ”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 

https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/posts/10156018853174350?pnref=story

ქართული ნაციონალური ბალეტის შოუსთან დაკავშირებით მსგავს პოზიციას აფიქსირებენ სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებიც

ქეთევან ხუბულავა წერს, რომ :

ილიკო არაორდინალური ქორეოგრაფია, მუშაობს ფოლკზეც და ავანგარდზეც. თუმცა ხელოვანი ნიბისმიერ მიმდონარეობაში თავის ინდივიდუალიზმს ინარჩუნებს, ყველა ილიკოს დადგმულ ცეკვას ეტყობა,რომ ის ილიკოს დადგმულია. მოდერნ ბალეტი “რამიშვილები” როდესაც შექმნა, მანდაც განასხვავებდი ნებისმიერი სხვა ეროვნების ქორეოგრაფიული ავანგარდული ხელვონებისგან, იმიტომ რომ ქართული ცეკვის ესთეტიკა რამიშვილებშიც იგრძნობოდა და აქაც ჩანს,რომ ქართველები ცეკვავენ. და კიდევ 😀 ერისიონს და სუხიშვილებს რატომ ადარებთ? დიდ პატივს ვცემ ერისიონსაც, მაგრამ ეგ წმინდა ფოლკლორული ანსამბლია თავისი სიმღერებით და ცეკვებით ( თუმცა მათი ცეკვებისა და სასცენო კოსტუმების გენეზისი მაინც სუხიშვილებთან მიგვიყვანს), სუხიშვილები კი ქართული ნაციონალური ბალეტია. ბევრი ქვეყნის ნაციონალური ბალეტის რეპერტუარში არის როგირც კლასიკური,ისე თანამედროვე პროგრამები. მგონი,სჯობს, მადლიერი ვიყოთ ჩვენი ეროვნული ცეკვები უფროსმა ნინომ და ილიკომ რომ აკადემიურ დონემდე აიყვანეს და მოძრაობები საოცრად დახვეწეს და უმცროს ილიკოს თუ ვერ დავაფასებთ, არაპროფესიონალური შეხედულებებისგან მაინც შევიკავოთ თავი. აქვე ვიტყვი, ავანგარდის გაგება მარტივი არ არის, მაგრამ მისი შექმნა(თან ამ დონეზე) გაცილებით უფრო რთულია. რაც მთავარია, ილიკო ნამდვილად არის გენიოსი, იშვიათია ქორეოგრაფი ამდენ მიმართულებაზე მუშაობდეს, ინარჩუნებდეს ძველს და ქმნიდეს ახალს.

 

ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, “სუხიშვილების” ახალი პროექტი ქართული ცეკვის დამახინჯების ფაქტად აღიქვა.

https://www.facebook.com/fortuna106.9/posts/1899852573372896?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები