LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატყუარა ონლაინ მაღაზიები და 7 წესი უსაფრთხო შოპინგისთვის

878

დროის ეკონომიის, კომფორტის და არჩევანის მრავალფეროვნების პარალელურად ონლაინ შოპინგი ფინანსურ და მატერიალურ რისკებთანაა დაკავშირებული. ყალბი საიტები, უხარისხო საქონელი და არაკეთილსინდისიერი გამყიდველები – რისკები რომლის შეფასება კომპიუტერის ეკრანს მიღმა რთულია.  არსებობს რამდენიმე წესი რომელიც ინტერნეტით  უსაფრთხო შოპინგში დაგეხმარებათ.

  • გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ან დაცული კომპიუტერი

კომპიუტერში საკუთარი მონაცემების ჩატოვებით შესაძლოა მასზე  წვდომა უცხო ადამიანმა მოიპოვოს.

  • ონლაინ შოპინგისთვის გამოიყენეთ ცალკე პლასტიკური ბარათი

ონლაინ მაღაზიის საიტის გატეხვის  ან ყალბ საიტზე მოხვედრის   შემთხვევაში თქვენი ფინანსები დაცული იქნება.

  • იშოპინგეთ ცნობად და დაცულ ონლაინ მაღაზიაში

კიბერდამნაშავეები, ხშირად ცნობილი საიტების ანალოგებს ქმნიან , ამ გზით ყალბ ვებ-გვერდზე შევსებული პირადი ინფორმაცია და პლასტიკური ბარათის მონაცემები კიბერდამნაშავეებს ხელში ხვდება.

  • კარგად დააკვირდით  მაღაზიის ვებ-გვერდის მისამართს

ბრაუზერის მისამართის ველში უნდა ეწეროს HTTPS და შემდგომ ინტერნეტ მისამართი.

  • გამოიყენეთ რთული, პაროლი რომელიც შეიცავს ციფრებს,სიმბოლოებს
  • ერიდეთ  საიტების არარეალისტურად მომგებიან წინადადებებს

მომხმარებლის მისაზიდად, ნივთზე მითითებული დაბალი  ფასის უკან შესაძლოა სხვადასხვა, დამატებითი გადასახადი იმალებოდეს, რაც ბევრად აღემატება საწყის ფასს, პლასტიკური ბარათით გადახდამდე კარგად დააკვირდით დაჯამებულ გადასახადს.

  • შეამოწმეთ გამყიდველი

გადაამოწმეთ გაყიდვების ისტორია , რომელიც მითითებულიუნდა იყოს საიტზე, წაიკითხეთ მომხმარებლების გამოხმაურებები.

ფორტუნამ” ქართველი ინტერნეტ მომხმარებლები გამოკითხა და რამდენიმე ყველაზე სანდო და პრობლემური ონლაინ მაღაზია გამოავლინა . ქართველი მომხმარებელი ყველაზე მეტად ამერიკულ მულტი ბრენდულ საიტს amazon.com -ს ენდობა, სანდო საიტებს შორის დასახელდა 6pm.com  და რამდენიმე ბრენდული მაღაზიის საიტიც. საიტები საიდანაც ქართველ მომხმარებელს ვერ მიუღია ნაყიდი ნივთი ან უხარისხო საქონელი შეუძენია ძირითადად ჩინურ-აზიური საიტებია.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები