LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მავნე ჩვევები, რომლებიც ზიანს აყენებენ სახის კანს

234

რა თქმა უნდა, სახის კანს ყოველთვის განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, თუმცა ხშირად თვითონვე ვაყენებთ ზიანს საკუთარი მავნე ჩვევებით.

* ცუდად გაწმენდა – სახის არა სისტემატიური და ცუდად გაწმენდა კანის გაუწყლოებას, გაფერმკთალებას და ხშირად ანთებით პროცესს იწვევს, დროთა განმავლობაში კი, კანი ელასტიურობას კარგავს და ადრეული ნაოჭებიც ჩნდება.

* მაკიაჟით ძილი – დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებებით ძილი, კანს აღდგენაში უშლის ხელს. აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი თვალებიდან, რათა თავიდან აიცილოთ წამწამების გაფერმკთალება, გაცვენა და თვალის ინფექციები, რასაც კოსმეტიკური საშუალებების ლორწოვანაზე მოხვედრა იწვევს.

* ხშირი პილინგი – პროცედურის ჩატარების შემდეგ კანს დრო სჭირდება აღსადგენად, რადგან ხშირი პილინგი ფიტავს კანის ზედა შრეს, რაც სიმშრალეს და გაღიზიანებას იწვევს. გარდა ამისა, პილინგით ზედმეტი გატაცება ადრეულ სიბერეს იწვევს.

* მგრძნობიარე კანი – შეგახსენებთ, რომ მგრძნობიარე კანი არა ტიპი, არამედ კანის მდგომარეობაა კონკრეტულ მომენტში, რისი მიზეზიც ხშირად უხარისხო კოსმეტიკური პროდუქტია. ყურადღებით შეარჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები და მხოლოდ ის შეიძინეთ, რომელიც დამამშვიდებელ და დამარბილებელ ინგრედიენტებს შეიცავს.

* არასაკმარისი სითხე – სითხის სიმცირე აშრობს და ფიტავს კანს, რაც თავის მხრივ ელასტიურობის დაკარგვის და ადრეული დაბერების მიზეზი ხდება.

* არასწორი კვება – ხარისხიანი საკვები და ბალანსირებული კვება ხელს უწყობს ორგანიზმის და პირველ რიგში სახის კანის ჯანსაღ ფუნქციონირებას. პროდუქტი ნაჯერი ცხიმებით ან ტრანსცხიმებით კი, ცხიმიანობის მომატებას და ანთებით პროცესებს იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები