LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპე პელეს შემდეგ მეორეა: მუნდიალზე ყმაწვილობაში გატანილი გოლები და მთელი ფული ბავშვებს

118

კილიან მბაპე – პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ერთზე მეტი გოლი გაიტანა.
19 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა არგენტინასთან მერვედფინალურ შეხვედრაში.
ერთზე მეტი აქამდე პლეი-ოფებში მხოლოდ პელეს გაუტანია. 60 წლის წინ, 1958 წლის შვედეთის მუნდიალზე პელემ ნახევარფინალში საფრანგეთთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, შემდეგ კი ფინალში ორი გაუტანა შვედეთს.
მბაპემ კი ამ ჩემპიონატში სამი გოლი შეაგდო და ახლა მეოთხედფინალში ურუგვაის კარის დალაშქვრას ეცდება.

სხვათა შორის, მბაპემ ტრეზეგეს რეკორდი დაამხო და საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე.
პსჟ-ს ფორვარდმა სადებიუტო გოლი ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა და ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. პერუსთან თამაშის დღეს ის 19 წლის და 183 დღის იყო.
მანამდე რეკორდი დავიდ ტრეზეგეს ეკუთვნოდა, რომელმაც საუდის არაბეთს 1998 წლის 18 ივნისს გაუტანა, 20 წლის და 246 დღის ასაკში. მაშინ ტრეზეგემ თავის მხრივ ტიერი ანრის რეკორდი დაამხო, რომელიც სულ რაღაც 5 დღით ადრე დამყარდა – 1998 წლის 12 ივნისს ანრიმ სამხრეთ აფრიკას გაუტანა და მაშინ 20 წლის და 305 დღის იყო.

კიდევ ერთი მაგარი ფაქტი ამ ბიჭზე.
მბაპე 2017 წის ზაფხულიდან თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდ Premiers de Cordees-თან. ეს ორგანიზაცია ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს დაკავდნენ სპორტით. მთელ პრემიალურ თანხას, რასაც კილიანი მუნდიალზე მიიღებს, სწორედ ამ ფონდში გადარიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები