LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცდელობა არ დაგვიკლია, “სითი პარკს” გარკვეული სანქციებიც დაეკისრა – დავით ნარმანია

19

„თუ ჩვენ ცალმხრივად მოვშლიდით „სითი პარკთან” ხელშეკრულებას და დავიწყებდით შესაბამის პროცედურებს, დაახლოებით, 25 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულება დაგვიდგებოდა,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა.

„სითი პარკთან” ხელშეკრულება თვალით არავის ჰქონდა ნანახი, რადგან მას ედო საიდუმლო გრიფი. ჩვენ, როგორც კი მერიაში მოვედით, მას ავხადეთ საიდუმლო გრიფი და დღესაც თბილისის მერიის ვებ გვერდზე დევს ის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა გააფორმეს. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ ამ ხელშეკრულების გადახედვა,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, აღნიშნული საკითხის შესასწავლად, კვალიფიციური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია დაიქირავეს.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ცალმხრივად მოვშლიდით „სითი პარკთან” ხელშეკრულებას და დავიწყებდით შესაბამის პროცედურებს, დაახლოებით 25 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულება დაგვიდგებოდა,” – განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები