LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე ბიზნესისთვის თავისუფალ კაპიტალზე წვდომა გამარტივდება

96

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მცირე ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივების გარდა, მთავრობის შემდეგი ნაბიჯი მცირე ბიზნესისთვის თავისუფალ კაპიტალზე წვდომის უზრუნველყოფა იქნება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„თავისუფალ კაპიტალზე წვდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული საგადასახადო ინიციატივების შემდეგ ეს უნდა გახდეს და ეს აუცილებლად იქნება მთავრობის შემდეგი ნაბიჯი, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ კაპიტალზე წვდომა. დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნებით ჩვენ, როგორც მინიმუმ, შევძელით, რომ საბრუნავი კაპიტალი შევუვსეთ მეწარმეებს და წვდომა გავუადვილეთ, მაგრამ რაც შეეხება სასტარტო კაპიტალს, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად და აუცილებლად შეიქმნება შესაბამისი მექანიზმები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები