LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გრანტების გაცემა ზაფხულიდან დაიწყება

98

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ფერმერების, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გრანტების გაცემა სავარაუდოდ ზაფხულიდან დაიწყება.

დავითაშვილი გამოეხმაურა გუშინ ხელმოწერილ პროექტს, რომლიც ღირებულება 12 მილიონი ევროა. 

“ეს არის ENPARD-ის მესამე ფაზის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, კონკრეტულად ეს კომპონენტი განხორციელდება FAO-ს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ, ამჟამად ხდება დაზუსტება ტექნიკური პირობების და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე ამ ზაფხულს მოხდება თანხების განკარგვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ძალაში სწრაფად შევიდეს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები