LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა–მთიანეთში კულტურის სახლებისთვის 3 მლნ–ზე მეტი იხარჯება

99

ქალაქ დუშეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია – სამუშაოებისთვის 699.980 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 17 მარტს დასრულდება.
კულტურის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ მცხეთაშიც. სამუშაოებისთვის 2.640.000 ლარია გამოყოფილი და მისი დასრულება 30 აპრილს იგეგმება.

აღნიშნული საკითხები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.


მხარეებმა თვითმმართველობებში არსებულ პრობლემებზე, ასევე 2017 წლის მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.


რეგიონში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის დაიგეგმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა.


გუბერნატორის თქმით, მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალურ დონეზე არსებული პრობლემების დროულად გადაწყვეტას, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმართველობებს შორის კოორდინირებულ მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები