LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

40

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, კერძოდ ჟინვალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენეთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მობილიზებული იყო ყველა საჭირო  მძიმე ტექნიკა.

გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან  ინტენსიურად მიმდინარეობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები