LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში რიგით მე-5 საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი „ხატე საქართველოსთვის“ ჩატარდება

111

21-28 მაისს, მცხეთაში რიგით მე-5 საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი „ხატე საქართველოსთვის“ ჩატარდება.  როგორც “ფორტუნას” ფესტივალის ორგანიზატორმა მხატვარმა, გიორგი ტაბლიაშვილმა განუცხადა, ფესტივალის მანძილზე ხელოვანები მცხეთის ცენტრალურ მოედანზე შექმნიან მოზრდილ ფერწერულ ნამუშევრებს, რომელთა გამოფენები გაიმართება 26 მაისს მცხეთაში, ხოლო 27 მაისს – პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში – თბილისში.

წლევანდელ ფესტივალში, ისევე როგორც მის დასკვნით გამოფენებში, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მხატვრები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, სირიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან,  კვიპროსიდან და საქართველოდან.

მნიშვნელოვანია, რომ ხელოვანები, რომლებიც ესტუმრებიან საქართველოს, მათთვის სპეციალურად დაგეგმილი ტურების ფარგლებში, გაეცნობიან საქართველოს კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები