LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს – მამუკა ბახტაძე

70

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე მცხეთას ეწვია და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

როგორც მან განაცხადა, მცხეთასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს,

ბახტაძის თქმით, მთავრობა ცდილობს შეინარჩუნოს უნიკალური მემკვიდრეობა, განავითაროს ისტორიული სიმდიდრე.

“მინდა ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის, სიმტკიცის სიმბოლო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. იცით, რომ ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და თანაც განვავითაროთ ეს ჩვენი სიმდიდრე”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერთან ერთად სვეტიცხოველში თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები