LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთასთან “წითელ წიგნში” შეტანილ 9 ხეს ჭრიან

878

მცხეთასთან “წითელ წიგნში” შეტანილ 9 ხეს ამოიღებენ. გადაწყვეტილება მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თხოვნით მიიღო.

პრემიერ კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულება უკვე გამოქვეყნებულია.

განკარგულების თანახმად, გზების დეპარტამენტს უფლება ეძლევა,  მცხეთასთან ნარეკვავი-მცხეთის  რკინიგზის სადგურის მე-6 კილომეტრზე მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობისთვის 9 ძირი აკაკის ხე, რომელიც “წითელ წიგნშია” შეტანილი, ამოიღოს.

ამავე განკარგულებაში მითითებულია, რომ მოჭრილი ხეები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ ადგილზე უნდა დასაწყობდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები