LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გაგრძელდება

42

მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არის საუკეთესო საშუალება პოტენციური საგარეო შოკისგან თავდაცვის მიზნით.

„ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს იმ რეჟიმს, რომელიც აქვს დღესდღეობით, ეს არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს არის საუკეთესო საშუალება პონტენციური საგარეო შოკისგან თავდაცვის მიზნით. ამავე დროს ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უფრო სრულყოფით განხორციელებისთვის, გადაცემის მექანიზმის განხორციელებისთვის და ის ტექნიკური დახმარება, რომელიც იქნება გაწეული ეროვნული ბანკისთვის, დაგვეხმარება ამ მიმართულებით“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, არ აკეთებს გაცვლითი კურსის პროგნოზირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები