LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, კვლავ სასწორზეა სიცოცხლე”

50

გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. როგორც ის ამბობს, მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და მისი სიცოცხლე კვლავ სასწორზეა.

გია მაისაშვილი ამბობს, რომ ჯერ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს. ის ხალხს მისთვის ლოცვას სთხოვს.

“ახლახან დავბრუნდი კლინიკიდან, მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, კვლავ სასწორზეა სიცოცხლე, სიკვდილის შიში არაა, უბრალოდ რამდენია გასაცემი და ეს მენანება.

მით უმეტეს მარტში ჩამოსვლას და ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად, მსოდლიო სახელის მეცნიერებთან სტენფორდიდან ქართველ განმანათლებლებთან ზაზა მარუაშვილთან და მის კოლეგასთან, ელენესთან, რომელსაც მომავალ ლიდერად ვზრდით თანამედროვე ინფრასტრუქტურაში უნდა გაგვეახლებინა ლიდერთა სკოლა, ახალი რევოლუციური მიგნებების დამატებით. ცოტა ძალას რომ მოვიკრიბავ ვეცდები ფბზე მოკლედ და მარტივად აგიხსნათ ის დიდი გარღვევა რაც ლიდერთა სკოლაში გვექნება თქვენთვის.

მანამდე ყველა მადლიან ადამიანს გთხოვთ მხურვალე ლოცვასა და კეთილ სურვილებს. მჯერა იმდენი მადლი ტრიალებს და ისეთი შეუპოვარი ბრძოლაა რომ უფალი ჩაერევა და ურჩხულს სიკეთეზე არ გაამარჯვებინებს.

კეთილმა სძლია ბოროტსა არსება მისი გრძელია! მადლობა ყველას, სიცოცხლეს ეზეიმოს!კეთილშობილი მამა ნიკოლოზი ლოცულობს მხურვალედ”, – წერს გია მაისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები