LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდრული ქორწილის გადახდა აპრილიდან კანონით აიკრძალება

37

აპრილიდან მდიდრული ქორწილები ინდოეთის შტატ ქაშმირში კანონით აიკრძალება.

პატარძლის მშობლებს არ ექნებათ უფლება დაპატიჟონ 500 სტუმარზე მეტი, სიძის მშობლების მიერ დაპატიჟებული სტუმრების რაოდენობა კი 400 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამას გარდა, საქორწინო სუფრაზე არ უნდა იყოს შვიდზე მეტი ძირითადი კერძი, რომ არ დარჩეს გადასაყრელი საჭმელი.

რეგიონული პარლამენტის ერთი წევრი გამოდის ინიციატივით, აღნიშნული კანონი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდეს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სახელისუფლებო უწყებებში უამრავი წერილი შევიდა საზეიმო ცერემონიების ხმაურის გამო. ამასთან, საქორწინო სუფრების შემდეგ მასპინძლები დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენებს ყრიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები