LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ალაზანში მსუბუქი ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

42

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. ნაფარეულის გზაზე „ტოიტას“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. შედეგად 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები