LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ჭოროხზე არაბი და კოლუმბიელი ტურისტები გადაარჩინეს

40

მაშველებმა მდინარე ჭოროხზე არაბი და კოლუმბიელი ტურისტები გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიაწოდეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, არაბი და კოლუმბიელი ცოლ-ქმარი მდინარე ჭოროხზე ხელოვნურ კუნძულზე შემორჩნენ და დახმარებას ითხოვდნენ, რის შემდეგაც შეტყობინება 112-ში შევიდა და მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ტურისტები უვნებლად გამოიყვანეს.