LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარეში ჩარჩენილი მეთევზეები შსს-ს მაშველებმა გადაარჩინეს

100

ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალის ადიდდა და ორი მეთევზე პატარა კუნძულზე ჩარჩა. შსს-ს ინფორმაციით, უწყების სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე დროულად ჩაფრინდა და მეთევზეების გამოყვანა რამდენიმე წუთის წინ შეძლეს.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია “ფეისბუქზე” ეხმიანება.

 

მდინარე ხობისწყალი ძლიერი წვიმის გამო ადიდდა.