LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარის დონემ დაიკლო, მაგრამ უამრავი ხე-მასალა მოაქვს და ხერგავს ხოლმე და კალაპოტს უცვლის – მესტიის გამგებელი

101

უკვე მეორე სახლი წაგვართვა წყალმა. მართალია, მდინარის დონემ დაიკლო, მაგრამ უამრავი ხე-მასალა მოაქვს და ხერგავს ხოლმე და კალაპოტს უცვლის – ამის შესახებ „ფორტუნას“ მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, მდინარის კალაპოტი სათავეში არის შეცვლილი, რომელიც ქვემოთ ნაწილში იწვევს პრობლემებს.

„ხან რომელ მხარეს გადააგდებს მდინარე თავის ნაკადულებს, ხან რომელ. სწრაფი დინებით არღვევს ხოლმე ყველაფერს. მოვხსენით ტექნიკა, გადაგვაქვს ახლა მეორე ნაწილში, მოსახლეობასაც რომ გავუმაგროთ სახლი და გზის ნაწილებიც რომ შევინარჩუნოთ. გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის არცერთი ოჯახი, იმიტომ რომ ალტერნატიული გზა გვაქვს და თუ ერთი გზა არ წაგვართვა ახლა იმაზე მიდის მუშაობა, რომ შევინარჩუნოთ. მდინარის კალაპოტში ტექნიკა ვერ შედის და მხოლოდ სანაპიროებზე ვმუშაობთ და ასე ვინარჩუნებთ გზასაც და მოქალაქეების სახლებსაც,“ – აცხადებს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში გუშინ მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა. ადგილზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები