LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მძარცველების მასობრივი შემოსევა გვქონდა, ასეა ყველა მანქანა” (ფოტოები)

87

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, რამდენიმე მანქანა გადატეხეს. ინფორმაციას ერთ-ერთი დაზარალებული ავრცელებს.

როგორც “ფორტუნას” ცისანა შერგილაშვილმა განუცხადა, უცნობმა პირებმა ოთხი მანქანის გატაცება სცადეს თუმცა, უშედეგოდ. ავტომობილებიდან არაფერია წაღებული.

“მანქანების წაყვანა უნდოდათ. ჩვენი მანქანის მინა ჩამსხვრეულია, კაბელები-ელექტროობა, სულ გაუფუჭებიათ. მეზობლის მანქანა წაუყვანიათ და შუა გზაზე გაუჩერებიათ. კიდევ ორი მანქანა, თუ მეტი არა, ჩვენს დასახლებაში ასეთი ნაწვალებია. დილით ვიღვიძებთ და გვხვდება ასეთი სურათი. მძარცველების მასობრივი შემოსევა გვქონდა, მგონი. შოკირებული ვარ. ასეა ყველა მანქანა, რომელიც ეზოებს გარეთ ნახეს, გატეხეს და გააფუჭეს”, – ამბობს ცისანა შერგილაშვილი.

“ფორტუნას” შსს-ში აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები