LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-8 სართულიდან გადმოვარდნილ 17 წლის მოზარდს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება

88

მე-8 სართულიდან გადმოვარდნილ 17 წლის მოზარდს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

„პაციენტის შეფასების შემდეგ დადგინდა მისი სხეულის დაზიანების ხარისხი. ეს გახლავთ ქვედა კიდურის მოტეხილობა და ხერხემლის დაზიანება. შეყვანილია პაციენტი საოპერაციოდ. ამ წუთისთვის იგეგმება ორი ოპერაცია ნეიროქირურგების და ტრავმატოლოგების მიერ. სტაბილურად მძიმე რჩება პაციენტის მდგომარეობა,“ – განაცხადა „ღუდუშაურის“ კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები