LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ამაყი ამერიკელი ვარ“ – ანჯელინა ჯოლის ემოციური გამოსვლა ჟენევაში

110

ამერიკელი ვარსკვლავი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ანეჯლინა ჯოლი, ჟენევაში, სერჟ ვიეირ დე მელის სახელობის ფონდის გამოსვლაზე წარდგა და სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ სერჟ ვიეირის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც 2003 წლის აგვისტოში ბაღდადში, გაეროს შტაბ-ბინის დაბობმბვის დროს გარდაიცვალა. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, უარი თქვან ძალადობის გზით მოპოვებულ გამარჯვებაზე“, – განაცხადა ჯოლიმ.

კეთილი ნების ელჩის რანგში, მსახიობი რეგულარულად სტუმრობს კენიას, ტაილანდს, ეკვადორს, სუდანს, შრი-ლანკას, იორდანიას და იმ ქვეყნებს, სადაც დევნილებთან დაკავშირებული საკითხები შედარებით მძიმედ დგას.

ვარსკვლავმა გაეროს მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „ჩვენ ვართ გაერო, მსოფლიოს უსაფრთხოებამდე უფრო მოკლე გზა არ არსებობს. მე ამაყი ამერიკელი და ინტერნაციონალისტი ვარ“, – განაცხადა ანჯელინამ.

https://www.facebook.com/UNHCR/videos/10156142818868438/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები