LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე დავწერ წიგნს – მე დავამარცხე კიბო“ – ახალგაზრდა მწერალი სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა

273

ახალგაზრდა მწერალი ანა ლაშხელი ონიანი, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კუჭის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

ანა მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ გადიოდა, სადაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა.

ახალგაზრდა მწერალმა დიაგნოზის შესახებ 28 სექტემბერს შეიტყო. ამის მიუხედავად, ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ არაფრის ეშინოდა; გადარჩებოდა და კიბოს შესახებ წიგნს დაწერდა.

„არასოდეს არავინ თქვას არასოდეს…

უკვე მჯერა რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა,არც მიწა… და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.

20 დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს. არ ვიტყვი რა. იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს არც თანადგომას. ეს მე უნდა ავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან, ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს.

ახლა მადლობების სერია.

1.მადლობა ღუდუშაურის შინაგან სნეულებათა მთელს განყოფილებას.ექიმებს,მედ პერსონალსაც კი,ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის.მადლობა უსაყვარლეს

Tiko Kuchukhidze ს,რომელიც ადამიანობის ეტალონია.ბატონ კახა ვაჭრიძეს,რომელიც სიტყვითაც კურნავს ადამიანებს.#თოდუას მთელ კოლექტივს,რომლებსაც მთელი გულით ვიყავი მინდობილი ეს დღეები.მე დღეს ვიცი რომ საქართველოში გაწირული არ ხარ,რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები.მიუხედავად იმისა რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას,ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე,ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს.მადლობა უფალს რომ მომცა შანსი ბრძოლის,იმედის…

მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს,რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები,რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება ვიცი.

მადლობა ყველას ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები,ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ,რომ თქვენთვის მეთქვა,მე არაფრის მეშინია.ყველაფერი არის და იქნება კარგად.

მე დავწერ წიგნს – მე დავამარცხე კიბო“ – წერდა ანა.

ანა 3 წიგნის ავტორია. მისი ცნობილი მოთხრობა “აკვანი”,  სასკოლო სახელმძღვანელოშიც შევიდა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები