LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე გადავურჩი სიკვდილს, შესაძლოა სხვა ვერ გადაურჩეს, – “ბასიანის” დაცვის უფროსი

47

პოლიციის უფროსის მოადგილე რომ ადგილზე არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, – ამის შესახებ კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსმა, ზვიად მესხმა განაცხადა.

ზვიად მესხი „ბასიანში” მომხდარი დაპირისპირების ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ თანამშრომელთან ერთად სასიკვდილოდ გაწირეს.

თამაზ ქვლივიძე და მეორე პიროვნება (მიხეილ სვანიძე) კლუბში ნასვამები მოვიდნენ. უნდოდათ კლუბში შემოსვლა, “ფეის კონტროლმაკლუბში შემოსვლაზე უარი უთხრა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს პირები კლუბში გასართობად არ იყვნენ მოსულისაკმაოდ აგრესიულები იყვნენ. გადავიდნენ შეურაცხყოფაზე, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო. სწორედ ამ დროს სამი პირი დაჭრეს. პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში, ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა  და დაიჭრა, – განაცხადა მესხმა.

მისივე თქმით, არ ელოდა, რომ საქმეში ბრალდებულ ქვლივიძეს გაათავისუფლებდნენ.

“მე გადავურჩი სიკვდილს, სასიკვდილოდ გამწირეს თანამშრომელთან და პოლიციასთან ერთად. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მთელმა ქვეყანამ იცის ეს რომ მოხდა და სასამართლომ ის გაათავისუფლა. მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა სხვა ვერ გადაურჩეს,”– აღნიშნა დაშავებულმა.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს, კლუბის დაცვის თანამშრომელს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმეზე ბრალდებულ პირს, გირაოს სანაცვლოდ 30 000 ლარი შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები