LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ხმა მივეცი ადამიანებზე ორიენტირებულ თბილისს – ზაალ უდუმაშვილი (ვიდეო)

49

„მე ხმა მივეცი წარმატებულ, ადამიანებზე ორიენტირებულ თბილისს, მე ხმა მივეცი ჩვენი შვილების მომავალს,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.

უდუმაშვილმა ასევე ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზეც.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, დღეს ყველა ერთად ვაკეთებთ არჩევანს კორუფციასა და წესიერებას შორის, დღეს ყველა ვაკეთებთ არჩევანს კლანურ მმართველობასა და ხალხის მმართველობას შორის. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, ვიაქტიუროთ, მოვიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ვინაიდან თქვენი აქტიურობა არის მთავარი გარანტი, რომ ეს არჩევნები არ გაყალბდება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება დარღვევებს, უდუმაშვილის თქმით, მათი შტაბი სპეციალური რეჟიმით მუშაობს და მუდმივად ინფორმაციას იღებს. ზუსტი დეტალები, უდუმაშვილის თქმით, სულ ცოტა ხანში გვეცოდინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები