LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მივიყვანე ეგ პარლამენტში სპეციალისტად – თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილზე

68

თიანეთის მერობის კანდიდატი, „ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური, ზაქარია ქუცნაშვილს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.

როგორც მეჭიაურმა „რუსთავი2”-ის ეთერში ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, ქუცნაშვილს თავად დააწყებინა მუშაობა, საპასუხოდ კი ღალატი მიიღო. მერობის კანდიდატი სიცრუეს უწოდებს ყველა იმ განცხადებას, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილმა “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

“ზაქარია ქუცნაშვილი სულელია, ნაბიჭვარია ეგ. სად მყავდა კომისიები ან პატრიარქი ვინ ახსენა, რას დადის და დაჭორაობს?! რაც შეეხება ჩემს წარსულს, ოროთახიანი „ხრუშჩოვკიდან” წამოვიყვანე, მაგან კი არა, მე მივიყვანე ეგ პარლამენტში, სპეციალისტად 1995 წელს. მე რომ პირველად გავხდი პარლამენტარი, ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე. ოთხი კაცი მოგვცეს მაჟორიტარ ფრაქციაში და იმიტომ შევედი, მაგისთვის იურისტის ადგილი გამეკეთებინა. ერთ წელში გამყიდა, ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი მაშინ და „პავკა მაროზოვი” დაარქვეს. რა მჭირდა მაგის მისაყვანი?! ორჯერ ვიყავი დეპუტატი და მეორე დეპუტატობაზე, ჩემი მოწინააღმდეგის შტაბის უფროსად მომევლინა, იმის სანაცვლოდ, რომ სიაში ჩაწერეს ეგ. სად მნახა მთვრალი მაგ ნაძირალამ?! ქეიფიც ვიცი და ყველაფერი, მაგრამ მთვრალი არავის ვუნახივარ ჯერ.

ეგ კურდღელი მთიელობას რომ იბრალებს, რისი მთიელია ეგ წარაკუა. იმდენ ადამიანს დააბრალა რაღაცეები, მაგას საერთოდ აღარ შემოუშვებენ თიანეთში.

…მაგან რომ პირველი დეკლარაცია შეავსო, ნახეთ რა წერია, პირველი ცოლის მზითვები ჩაწერა, „ჟილაია” და „სპალნა”, თან დიდი თანხები მიუწერა, რადგან სხვა არაფერი ჰქონდა. ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომეულები აქვს და ოჯახის ყველა წევრი მილიონერი ჰყავს, ჩემი მამიდაშვილიც გაუბიზნესმენებია, კახეთში ღვინის მწარმოებელი გამხდარა. ეს არის ეს კაცუნა და კიდევ სხვებზე ლაპარაკობს, ერთხელ დავიჭერ და ცხვირ-პირს ავანგრევ,” – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები