LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე, როგორც ექიმი, მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ ნუ ლაპარაკობთ იმ თემებზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ”

156

ექიმი არჩილ მარშანია, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, „ხარისხის არხის“ წამყვანების დავით გიორგობიანისა და გიორგი ასათიანის მოსაზრებებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

არჩილ მარშანია ამბობს, რომ წამყვანების საუბარი „გაუნათლებლობა, სიცრუის ტირაჟირება და მავნებლობაა“

ის მოუწოდებს გიორგი ასათიანსა და დავით გიორგობიანს, ნუ საუბრობენ საჯაროდ იმ თემებზე, რომლებზეც წარმოდგენა არ აქვთ.

„David Giorgobiani ახლა ვნახე ის ვიდეო სადაც ძირითადად თქვენ და ასათიანი გიორგი ვაქცინაციაზე და ექიმებზე საუბრობთ, მინდა გითხრათ რომ აღარ არის ეს უკვე სასაცილო, ეს არის გაუნათლებლობა, სიცრუის ტირაჟირება და მავნებლობა.

მე როგორც ექიმი მოგიწოდებთ რომ საჯაროდ ნუ ლაპარაკობთ იმ თემებზე რაზეც რბილად რომ ვთქვათ წარმოდგენა არ გაქვთ და ვერ იაზრებთ რამხელა ზიანი შეიძლება მოუტანოს თქვენმა არაკოპეტენტურმა საუბარმა მოსახლეობას, ექიმების მარგინალიზაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ვიდეოს შეგნებულად არ ვაზიარებ და მათთვის ვისაც გაქვთ ნანახი ან ნახავთ მომავალში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ვაქცინებთან დაკავშირებით ყველაფერი იქ წარმოთქმული არის 100% ტყუილი, არ ემყარება არანაირ მეცნიერულ და მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებს, შესაბამისად გადის ბოდვის კატეგორიაში.

ზოგადად კი ცნობისთვის, ვაქცინა არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო(!) და დადასტურებულად ეფექტური(!) პრეპარატი, რაც კი შეუქმნია ადამიანს მისი არსებობის მანძლზე, ვაქცინების მეშვეობით მოხდა მილიონობით ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება მძიმე დაავადებების თავიდან აცილების გზით და ის არის აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტი ჩვენი შვილების ჯანმრთელი მომავლისთვის“ – წერს მარშანია.