LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე საერთო ენას ვპოულობ ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან – დონალდ ტრამპი

44

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის გადასაჭრელად გერმანიისა და საფრანგეთის დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ევროპელ მოკავშირეებს, გერმანიას და საფრანგეთს შეუძლიათ, მშვიდად გააგრძელონ ირანთან ბირთვული გარიგების დადება, ვიდრე ამერიკა თეირანის ბირთვული პროგრამის პრობლემების გადაჭრითაა დაკავებული.

ისინი ჩემი მეგობრები არიან. მე საერთო ენას ვპოულობ ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან. მინდა მათ ვუთხრა, მშვიდად გააგრძელონ საქმეები. არ ინერვიულოთ. ამ საქმეში არ გვჭირდებით, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

13 ოქტომბერს ირანთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის გაჟღერებისას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესს 60 დღეს აძლევს თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად გადაწყვეტილების მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები