LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-სი!.. ლეოს შვილი ფანების მსგავსად მესის ეძახის

66

”ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მედიასთან თავის შვილებზე ისაუბრა.
”ჩემი შვილი ხანდახან ფანების მსგავსად, მესის მეძახის”, – განაცხადა არგენტინელმა.

”ბავშვები არ მთხოვენ, რომ მათთან ფეხბურთი ვითამაშო. უმცროსი, მატეო ამას ძალიან იშვიათად მთხოვს. ფეხბურთზე ოჯახში ძალიან ცოტას ვსაუბრობთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი კლუბში ან ნაკრებში რაიმე გრანდიოზული მოვლენა ხდება.

ესმით კი ჩემს შვილებს, ვინ არის ლეო მესი? მატეოს ჯერ არ ესმის. მისთვის ძალიან უცნაურია, როდესაც ვინმე მოდის და ავტოგრაფს, ან მასთან ერთად სურათის გადაღებას მთხოვს. ტიაგო ნელ-ნელა იწყებს ვითარების გაგებას. მას სტადიონზე სიარული და თამაშების ყურება უყვარს”, – ყვება ლეო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ არგენტინელმა ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანრძლივა. მისი ტრანსფერის გამოსასყიდი ღირებულება კი არც მეტი და არც ნაკლები, 700 მილიონი ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები