LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე თუ უნდა ვყოფილიყავი ცხოვრებაში მართული, ბევრად ადრე ვიქნებოდი მართული – სალომე ზურაბიშვილი

46

მე თუ უნდა ვყოფილიყავი ცხოვრებაში მართული, ბევრად ადრე ვიქნებოდი მართული,- ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ის არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მართული.

„მე ვიქნები დამოუკიდებელი პრეზიდენტი. ვიღაცებს ეჭვები აქვთ, რომ არ იქნება დამოუკიდებელი და იქნება მართულიო. მე თუ უნდა ვყოფილიყავი ცხოვრებაში მართული, ბევრად ადრე ვიქნებოდი მართული. ალბათ, ეს აღარ მელის. მაგრამ მე ვარ მხარდაჭერილი „ოცნების“ მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გვეძლევა საშუალება საქმე გავაკეთოთ. კარგად ვიცი აქაური საკითხები და პრობლემები. თქვენ იტყვით, რომ პრობლემების რაღაც ნაწილი ვერ გადავწყვიტე, როგორც დეპუტატმა და არც იყო ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ მეტის გაკეთება შეიძლება პრეზიდენტისთვის, როცა ის თვითმმართველობასთან და მერიასთან უშუალო კავშირში იქნება და მიიტანს იქ იმ პრობლემებს, რომელიც არ არის კონკრეტიკა, მაგრამ მთლიანად ქალაქს ეხება,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები