LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე უფრო მეტი ხელფასი მინდა: რონალდოს მორიგი ახირება

31

გამოცემა ”მარკას” ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდომ ”რეალს” ხელფასის გაზრდა სთხოვა.
პორტუგალიელს სურს, რომ მისი ხელფასი მინიმუმ 25 მლნ ევრო იყოს.

რონალდოს სურვილია მისი ანაზღაურება იმდენივე ან მეტი იყოს, ვიდრე ნეიმარისა და ლიონელ მესის ხელფასებია. გავრცელებული ცნობებით, მესის და ნეიმარის წლიური ანაზღაურება 30 მლნ ევროა.

რონალდო ”რეალში” 2009 წლიდან თამაშობს.
ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის ”ბორუსიასთან” მატჩი მისთვის ”სამეფო კლუბში” რიგით მე-400 იყო. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 6 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები