LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე უკრაინას იარაღი მივეცი, ობამამ კი ბალიშები და საბნები გაუგზავნა – დონალდ ტრამპი

46

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში ხისტად იქცევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არიდებს ის თავს ვლადიმერ პუტინის კრიტიკას დონალდ ტრამპმა უპასუხა:

„თქვენ არ იცით, თუ რაზე ვსაუბრობდი პუტინთან შეხვედრაზე. მე მივეცი უკრაინას შემტევი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ობამას ეს არ გაუკეთებია. იცით, ობამამ უკრაინას რა გაუგზავნა? ბალიშები და საბნები. მან მისცა რუსეთს უკრაინის ნაწილი,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ძალიან ხისტია პუტინთან ურთიერთობაში და მათი შეხვედრა ძალიან ხისტი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები