LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვარ ძალადობის მსხვერპლი – ნინო გვენეტაძე

77

“მე ვარ ძალადობის მსხვერპლი,”  –  ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ, გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

მან განაცხადა, რომ მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს საბჭოს წევრებს წერილობით გააცნობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე იკამათეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები