LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი

37

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მარტვილის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მოსახლეობას შეხვდა.

ზურაბიშვილმა შეხვედრაზე იმ ძირითადი საკითხზე ისაუბრა, რასაც მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში განახორციელებს.

„ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და რისთვისაც მოვდივარ როგორც პრეზიდენტი, ესაა ქვეყნის გაერთიანება შიგნიდან, ანუ დაპირისპირებების დასრულება. ქვეყნის განვითარება ყველა იმ კუთხით, რაც პრეზიდენტს შეუძლია და სხვადასხვა კატეგორიის დაცულობა. ასევე ინიციატივების აღება ხელში და ბოლოს გამთლიანება, რაც განპირობებულია ქვეყნის განვითარებით,  მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები