LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვისაუბრებ მხოლოდ მომავალზე – თეა წულუკიანი

250

მე ვისაუბრებ მხოლოდ მომავალზე – იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, რეფორმების მეოთხე ტალღით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს უახლოეს პერიოდში მედიაციის ახალ კანონს წარუდგენს. თეა წულუკიანის თქმით, გრძელდება აქტიურად მუშაობა ჰააგის სასამართლო პროცესთან დაკავშირებითაც.

“ჰააგის სასამართლოში მთავარი მიმართულებებია ეთნიკური წმენდა, საქაეთველის მოქალაქეების უფლებების დარღვევა ცხინვალში და ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობა,” – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, სამართლიანობის აღდგენის სპეც. კომისიამ წინა მთავრობის მიერ წართმეული 45 მილიონის ღირებულების ქონება დაუბრუნა მფლობელებს, მათ შორის 80 მანქანა, მიწა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. 

“სპეც. კომისიის რესურსები შეზღუდულია და ამ თემაზე უკვე მქონდა საუბარი პრემიერობის კანდიდატთან,” – განმარტა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისადმი მხარდაჭერა, რასაც დარბაზში მსხდომი ოპოზიციის მხრიდან მცირე რეპლიკები მოჰყვა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები