LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვშრომობ, შენ მპარავ! ტრანსპორტის რეკეტიორი! – აქცია “სითი პარკის” წინააღმდეგ

112

სითი პარკს ძალადობას არ შევარჩენთ! სითი პარკი – ტრანსპორტის რეკეტიორი! სითი პარკი-მოსახლეობის ტრანსპორტ-შანტაჟისტი! შეწყდეს ჩვენი ჯარიმებით სითი პარკის გამდიდრება! სითი პარკი – მე ვშრომობ, შენ მპარავ! არა სითი პარკის ჩასაფრებით ჯარიმებს! მთავრობავ! მოგვაშორეთ სითი პარკი!” – ასეთი ლოზუნგებით გამართა საინიციატივო ჯგუფმა  საპროტესტო აქცია  “სითი პარკის” ოფისის წინ.

ინიციატივა აქციის ჩატარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დასრულდეს “სითი პარკის თარეში”.

 

შეგახსენებთ, უკვე წლებია მიმდინარეობს საუბრები “სითი პარკის” არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე. აღსანიშნავია, რომ  ყოველი არჩევნების წინ ხელისუფლება იძლევა პირობას,  რომ კომპანიას შეუწყდება კონტრაქტი,  თუმცა  “სითი პარკი” დღემდე ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები