LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

36

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა“, „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ქვეყანაში უკანონოდ, არადეკლარირებული სიგარეტის( ჯამში 12,200 ღერი)  შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

”საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი, სამ შემთხვევაში ასევე სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით თითოეულს, შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათას ათასი ლარის ოდენობით”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები