LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჭიაური : ფადი ასლი ბარკლებით გამდიდრებული ბიზნესმენია

345

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიზნესმენ ფადი ასლის „ბარკლებით გამდიდრებული“ ბიზნესმენი უწოდა. თამაზ  მეჭიაურის განცხადებით, ასლი, რომელიც დაახლოებული და გათამამებული იყო წინა ხელისუფლებისგან,  თავს უფლებას აძლევს საქართველოს პარლამენტის წევრს შეურაცხყოფა მიაყნოს, რადგან ასლი, მეჭიაურის მტკიცებით, საქართველოს მეათეხარისხოვან ქვეყნად მიიჩნევს.

„ვერცერთ ქართველ ბიზნესმენს ვერ დამისახლებთ, ვინც სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს,  ასეთ შეურაცხყოფას აყენებს იმ ქვეყნის ხელისუფლებას და დაუსჯელი რჩება,“ – განაცხადა მეჭიაურმა.

საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ თამაზ მეჭიაურის შესახებ რამდენიმე დღის წინ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: „სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო“.

ამის შემდეგ კი უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური ფადი ასლის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს“

„შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება…“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები