LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭუჭყიანი საწოვარა ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს

439

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯეკ გილბერტი წლებია მიკრობული ეკოსისტემის პრობლემებს სწავლობს. ბავშვების მიკრობებთან კონტაქტით კი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თავად გახდა მშობელი.

გაირკვა, რომ ბავშვების კონტაქტი ჭუჭყიან გარემოსთან და სხვადასხვა მიკრობთან ძალიან სასარგებლოა. გილბერტი ამბობს, რომ თუ ძირს დავარდნილ საწოვარას ისე მივცემთ პატარას, რომ მას წყალსაც არ გადავავლებთ, ეს მას ზიანს არ მოუტანს. პირიქით, ხელს უწყობს მისი იმუნური სისტემის სტიმულირებას და ბავშვის ორგანიზმს აძლიერებს.

ჯეკ გილბერტმა უკვე გამოსცა წიგნი სახელწოდებით : „ჭუჭყი-ეს კარგია: მიკრობების როლი ბავშვის იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში“.

გილბერტი წერს, რომ მშობლები შვილის აღზრდის პროცესში ბევრ შეცდომას უშვებენ. მაგალითად, ესაა საყოფაცხოვრებო ნივთების სტერლიზაცია, რომელიც ბავშვს მთლიანად აცილებს მიკრობებთან კონტაქტის შესაძლებლობას. ასევე, ქუჩიდან შემოსულ ბავშვებს მშობლები ხშირად ბანენ ხელებს ანტისეპტიკური საპნებით და სთხოვენ მათ, არასოდეს ითამაშოს ასეთ გარემოში. ხშირად, უფროსები უშლიან შვილებს ცხოველებთან კონტაქტსაც. მაშინ, როცა სახეზეა ვირუსებისა და გრიპის სეზონი, ხელების ხშირი დაბანა ცახადია კარგია, მაგრამ როცა ბავშვი თამაშობს ძაღლთან, კატასთან ან სხვა ცხოველთან, ეს მისთვის მხოლოდ სასარგებლოა.

კითხვაზე – სასარგებლოა თუ არა სადეზინფექციო საშუალებები ბავშვებისთვის, მეცნიერი ამბობს, რომ არა. მისივე თქმით, ოთახის ტემპერატურის წყალი ხელებისა და ტანის დასაბანად ბევრად კარგია. რაც შეეხება საწოვარას, გილბერტს პასუხად კვლევა მოჰყავს, სადაც 300 ათასამდე ბავშვს აკვირდებოდნენ. გამოიკვეთა, რომ პატარებს, რომელთა მშობლებიც არასოდეს რეცხავდნენ მიწაზე დავარდნილ საწოვარას, ნაკლებად ან თითქმის არ განუვითარდათ მძიმე ალერგიული რეაქციები. მკვლევარის აზრით, ალერგიული ფონის მომატება და მზარდი სტატისტიკა სწორედ ზედმეტი მოფრთხილებისა და მიკრობებთან ნაკლები კონტაქტის ბრალია. კითხვაზე, რა საკვები უნდა მოვარიდოთ პატარას, გილბერტი ამბობს, რომ მკაცრად განსაზღვრული წესები არ არსებობს. ნებისმიერი მშობლის ვალია მისცეს პატარას შესაძლებლობა აღიქვას სამყარო. მისივე თქმით, თუ ბავშვი გეგმიური აცრების კალენდრის მიხედვითაა აცრილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები