LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა კიდურების მოტეხილობის საწინააღმდეგო ინექცია შექმნეს

116

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. ახალი ინექცია, რომელიც ორსული ქალის სანაყოფე სითხის უჯრედებით არის შექმნილი, კიდურების მოტეხილობების რისკს ამცირებს, რაც შესაძლოა მომავალში რევოლუციურ აღმოჩენად ჩაითვალოს. ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ ინექციის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა მოტეხილობის რისკი ნულამდე დაიყვანოს. ეს ერთის მხივ ფანტასტიკური სიახლეა პაციენტებისთვის და მეორეს მხრივ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის, რომელიც მილიონობით თანხას დაზოგავს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და გრეით-ორმონდ-სთრით ჰოსპიტალის მეცნიერებმა ინექცია სანაყოფე სითხის უჯრედებისგან შექმნეს. ცნობილია, რომ ბრიტანეთში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ოსტეოპოროზის დიაგნოზით მკურნალობს, რაც ჰორმონალური ცვლილებებისა და D ვიტამინის ნაკლებობის ბრალია. კვლევამ დაამტკიცა, რომ ვაქცინა მოტეხილობების რიკს 78 პროცენტით შეამცირებს: „ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოხდინოს მოსახლეობაზე. ეს იქნება ინექცია, რომელსაც მოტეხლობის რისკის მქონე ადამიანები ყოველწლიურად გაიკეთებენ“, – ამბობს ექიმი პასკალ გიო, რომელიც ამ კვლევას ხემლძღვანელობს.

უკვე ცნობილია, რომ ვაქცინის გამოყენება შესაძლოა სავადლებულო გახდეს კოსმონავტებისთვის, რომელთა ძვალსახსროვანი სისტემა გრავიტიაციის გამო დასუსტებულია. გამოცeმა telegraph.co.uk იტყობინება, რომ აღნიშნულ ინექციას ადამიანებზე უახლოესი 2 წლის ინტერვალში გამოცდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები