მეცნიერებმა ლეიკემიის რეციდივის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს

პოპულარული

მეცნიერებმა ლეიკემიის რეციდივის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს

ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ახალი ვაქცინა შექმნეს, რომელიც ლეიკემიის მეორად განვითარებას შეაფერხებს. ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ, 4 წელია კლინიკური რემისიის პერიოდს გადიან.

ცნობილია, რომ მწვავე ლეიკოზის მკურნალობა რამდენიმე ტიპის ქიმიოთერაპიით მიმდინარეობს, მაგრამ ხშირია რეციდივის შემთხვევები. განსაკუთრებით მოზრდილ პაციენტებში. ახალი ვაქცინა იმუნური უჯრედების აქტივიზაციას ახდენს, რომლებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი თავის მხრივ სისმივნურ უჯრედებთან ბრძოლას იწყებს და რეციდივს მდგრადი იმუნიტეტით ხვდება. კვლევის ხელმძღვანელმა დევიდ ავიგანმა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად პერსონალიზირებული ვაქცინა შექმნა. მეცნირებმა ამისთვის ლეიკემიით დაავადებული ადამიანის სისმივნური უჯრდები გამოიყენეს, გაყინვის შემდეგ კი მათზე ჩვეული ქიმიოთერაპიის კურსი ჩაატარეს. ამის შემდეგ მოხდა უჯრედების გალღობა და შეერთება დენდრიტულ უჯრედებთან, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემაზეა პასუხისმგებელი. სხვა ვაქცინებთან შედარებით ახალი მედიკამენტი უამრავ ანტიგენს შეიცავს და ბევრად ეფექტურად ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს.

17 პაციენტიდან, რომლებმაც ვაქცინა 4 წლის წინ გაიკეთეს, 12 პაციენტი კვლავ რემისიის პროცესს გადის. მათ ორგანიზმში მეცნიერებმა აღმოაჩინეს დიდი რაოდენიბით იმუნური უჯრედები, რომლებიც მწვავე მიელოიდურ ლეოკოზსს ებრძვის. კვლევის შედეგები უკვე გამოქვეყნდა ჟურნალ Science Translational Medicine-ის დეკემბრის ნომერში. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო, კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს უდიდესი აღმოჩენაა და უფრო მაშტაბური კვლევისთვის ემზადება. ამის შესახებ MIT Technology Review წერს.

 

 

ახალი ამბები / სხვა /

|

30 დეკემბერი, 2016

|

საკვანძო სიტყვები

მსგავსი სიახლეები