LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა მედიტაციის ოპტიმალური ხანგრძლივობა გამოთვალეს

193

ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა მედიტაციისთვის ოპტიმალური დრო განსაზღვრეს. შესაბამისი კვლევა სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ინფორმაციას კანადაში მდებარე უოტერლის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მეცნიერების ვარაუდით, მედიტაციისთვის ადამიანმა ყოველდღიურად ათი წუთი უნდა დახარჯოს. ავტორების განცხადებით, ამ დროში მცირდება განგაშის დონე და იმატებს მომავალ დავალებებზე მობილიზების ხარისხი.

დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ასეთი პრაქტიკის გავლენა 82 მოხალისეს შეგრძნებაზე შეაფასეს. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს და კომპიუტერზე დავალებების შესრულება დაავალეს. უკეთ ის ადამიანები გაუმკლავდნენ, რომლებმაც დავალებების გაკეთება მედიტაციისთვის შეწყვიტეს. მედიტაცია გულისხმობს სპეციალური ქმედებების შესრულებას – როგორც წესი გარკვეული პოზის მიღებას და სუნთქვითი სავარჯოშოების კეთებას. შედეგად კი ადამიანს უნარი შესწევს უკეთ მოახდინოს საქმეზე ორიენტირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები